01:14:47

ფირნიშები
Share |

თელავში „ყრუ-მუნჯთა კავშირის“ რეგიონული ოფისი დაარბიეს

თელავში, არჩილ მეორეს ქუჩაზე „ყრუ-მუნჯთა კავშირის“ რეგიონული ოფისი დაარბიეს. კავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, უცნობი პირები მათ ოფისში მაშინ შეიჭრნენ, როცა ისინი სადილობდნენ. დაზიანებულია ელექტროსადენები და ინვენტარი.

„სასადილოში ვიყავით, პურს ვჭამდით, გარეთ რომ გამოვედით ელექტროსადენები და სამზარეულოს ინვენტარის ნაწილი დაზიანებული დაგვხვდა. ვითხოვთ დამნაშავე პირების დაჭერას. ჩვენ არავის ვუქმნით პრობლემებს და გვაინტერესებს, ვინ გააკეთა. ეს ფაქტი ყოვლად მიუღებელია“,- განაცხადა „თელავის „ყრუ-მუნჯთა კავშირის“ თავმჯდომარემ ივანე დანელიშვილმა.

„ყრუ-მუნჯთა კავშირის“ წევრების თქმით, ეს ოფისის დარბევის პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო სამი კვირის განმავლობაში ანალოგიური ფაქტი უკვე მეოთხედ მოხდა. საზოგადოების წევრები ინციდენტებს მარტში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირებენ.

„ეს მოვლენები 19 მარტის, „ყრუ-მუნჯთა კავშირში“ ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ. ვფიქრობთ, რომ ვიღაცისთვის ეს იყო მიუღებელი. შემთხვევის შედეგად დაზიანებულია ელექტროსადენები, ვითხოვთ გამოძიების დროულად ჩატარებას“,- აღნიშნა „ყრუ-მუნჯთა კავშირის“ წევრმა დავით დავითაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს სამართალდამცავები სწავლობენ.



სხვა ამბები

ბოდბის წმინდა გიორგის ტაძარში ხატებს რესტავრაცია ჩაუტარდა [Photos]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბოდბეში, წმინდა გიორგის ტაძარში არსებული ხატების რესტავრაცია დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, აღდგა ფერწერული ხატები, იკონოსტასს მოცილდა ბრინჯაოს საღებავი, შეივსო და დაიფარა კანკელის დაკარგული ადგილები და მოხდა კანკელის მერქნის დეზინსექცია. დაწვრილებით  

პარლამენტმა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებათან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა. „საგზაო მოძრაობის“ შესახებ კანონი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით,  ორი თვის განმავლობაში სამინისტრო მოქალაქეებს კანონში ასახულ ცვლილებებს დაწვრილებით განუმარტავს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 21.02.18
06:00-12:00
Partly cloudyfrom west0°C0.4m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east4°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom south-southeast4°C0.4m/s
0mm
ხუთშაბათი 22.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east5°C0.6m/s
0mm
პარასკევი 23.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.2m/s
0mm
შაბათი 24.02.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-northwest5°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30