04:11:50

ფირნიშები
Share |

სოფელ საქობოში 81 წლის ქალის დამწვარი ცხედარი იპოვეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 81 წლის ქალის ნახევრადდამწვარი ცხედარი მის კუთვნილ ვენახთან ახლოს ნახეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოხუცი აწამეს, მასზე სავარაუდოდ იძალადეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. მათივე თქმით, ცხედართან ცივი იარაღიც იქნა ნაპოვნი.

„მარჯვენა ხელი ისე იყო დამწვარი, რომ მხოლოდ ძვლები იყო. დანებია აღმოჩენილი სადაც ეს ქალბატონი იყო. გამომძიებელს ვკითხე, დანებზე ანაბეჭდები თუ აიღეთ მეთქი და არ ამიღიაო. ცივი იარაღი ამოღებული გაქვს, სადაც ცხედარი იყო და ანაბეჭდები არა გაქვს გაკეთებული. მე სანამ პროკურორი არ მომცემს მითითებას ვერ გავაკეთებო“,- აღნიშნა გარდაცვლილის ნათესავმა.

უბედური შემთხვევა 2 მარტს მოხდა. ქალის ნახევრადდამწვარი ცხედარი ოჯახის კუთვნილ ვენახთან, დაახლოებით 400 მეტრში ნახეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, მანამდე ვენახთან უცნობი მამაკაცებიც შენიშნეს, თუმცა, მათი ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.

„ყელზე თეთრად ჰქონდა გაჭერილი ზოლი. მითხრეს, რაღაცა აქვს შებმული და ნათრევიაო. შეიძლება ძალადობა იყო. აქ რომ ქეიფობდნენ მარტო დაიგულეს მთვრალებმა დაიჭირეს, დაახრჩეს თუ მოკლეს და დაწვეს. მთლად შიშველი ვიპოვეთ. დედაჩემს მიტოვებულ ადგილში რა უნდოდა“,- აღნიშნა გარდაცვლილის შვილმა ლელა სპანდერაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის დასკვნით, 81 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი სხეულის თერმული დამწვრობა გახდა.



სხვა ამბები

საჯარო რეესტრში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის ახალი აპლიკაცია შეიქმნა

აპლიკაცია Geo-Jobs მისამართის შესახებ არსებული გეომონაცემების ელექტრონული რუკის სახით, დისტანციურად გამოყენების შესაძლებელობას იძლევა. მისი საშუალებით, მომხმარებლებს გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენება და კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის ნახაზის შექმნის შეუძლიათ.

დაწვრილებით  

თელავის ქუჩებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა

დანაშაულის პრევენციის მიზნით თელავის ქუჩებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა. თელავის მერიის ინფორმაციით, 33 ვიდეოთვალი ერეკლე მეორის გამზირსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30