00:50:44

ფირნიშები
Share |

ზოგიერთ დარღვევაზე მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლება არ გავრცელდება

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება ისეთ დარღვევებს შეეხება, როგორიცაა - სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ან მანქანის იმ პირისთვის გადაცემა, ვინც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

განხილვის პროცესში ცვლილება განიცადა ქულათა სისტემამ – რიგი საგზაო დარღვევების შემთხვევაში ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგ დარღვევაზე კი შემცირდა.

მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობაზე თავდაპირველად შეთავაზებული იყო მართვის მოწმობისთვის 10 ქულის ჩამოკლება, რაც 5 ქულამდე შემცირდა. ავტომობილისის მართვისას მობილურის გამოყენებაზე 15 ქულა 10 ქულამდე შემცირდა. პროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება წითელზე გავლის შემთხვევებზე განსაზღვრული ქულის შემცირების თაობაზე, რაც შს სამინისტროს წარმომადგენელმა არ გაითვალისწინა. ასეთ შემთხვევაზე განსაზღვრული იყო 10 ქულის ჩამოკლება, რაც 15 ქულა გახდება.

„ჩვენ მზად ვართ, ინიციატორთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ცალკეული საგზაო დარღვევების მიმართ იყოს პრინციპული და მკაცრი მიდგომა. მაგალითად, როგორიც არის არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის მართვა. ეს უფრო მკაცრად იქნება დასჯადი, მაგრამ ქულათა სისტემაში არ შევა ისეთი დარღვევა, როგორიც არის სადგომზე მანქანის არასწორად გაჩერება. ეს დაისჯება ჯარიმით, მაგრამ არა ქულების ჩამოკლებით. გარდა ამისა, შეთანხმება იქნება იმაზე, რომ ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენა შესაძლებელი იქნება ახალი პროცედურით, რაც დაკავშირებული იქნება გამარტივებულ პროცესთან - მათ შორის, იქნება გამოცდის ჩაბარება გარკვეული დათქმებით. წუხილები, რაც პირველი მოსმენით განხილვისას გამოითქვა, გათვალისწინებული იქნება”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ცვლილებების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.



 

სხვა ამბები

საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალება

გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აიკრძალება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განმარტებით, საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკები ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არ ხდება მისი სრულად დეგრადირება.

დაწვრილებით  

გერმანიის პოლიციამ ხალხში მანქანით შეჭრილი თავდამსხმელი დაჭრა

გერმანიის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაჭრა თავდამსხმელი, რომელმაც მანამდე ქალაქ ჰაიდელბერგის ცენტრალურ მოედანზე ფეხით მოსიარულეებს მანქანა დააჯახა. ინცინდენტის შედეგად 73 წლის მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
05:00-06:00
Clear skyfrom northwest18°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest19°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.1m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.9m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom west26°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30