09:57:47

ფირნიშები
Share |

ობიექტის მეპატრონეს, სადაც თამბაქოს მოწევენ 5 ათასი ლარით დააჯარიმებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაწესდება. პროექტის თანახმად, ჯარიმის გადახდა არა უშუალოდ კანონდამრღვევს, არამედ იმ ობიექტის მეპატრონეს მოუწევს, სადაც ფაქტი დაფიქსირდა.

ეს ინიციატივა ბიუროს სხდომაზე უკვე დაარეგისტრირეს. პროექტი თამბაქოს რეკლამის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

„პროექტი გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას იმ დათქმით, რომ თუ ეს მაინც განხორციელდება, დაჯარიმდება ის ორგანიზაცია, სადაც თამბაქოს მოწევენ. ჯარიმა დაახლოებით 5000 ლარამდეა. შესაბამისი რეკლამების აკრძალვაც მოხდება, ასევე პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება აღნიშნული კანონპროექტით“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.



სხვა ამბები

თელავში ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს

ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავდმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაწვრილებით  

ამბულატორიულ მედიკამენტებს 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30