09:57:12

ფირნიშები
Share |

დავით გარეჯი მსოფლიოს 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა [Photos]

დავით გარეჯი National Geographic-ის ფოტოგრაფების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე გადაღებულ ფოტოებში 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა.

დავით გარეჯის გარდა, National Geographic-ის რეიტინგში ასევე მოხვდა კუნძული მოლოკაი ჰავაიში; ჯასპერის ეროვნული პარკი კანადაში; რორაიმას მთა ვენესუელაში; თაღების ეროვნული პარკი იუტაში; სამხრეთ პერუ; ჯუჯუის პროვინცია არგენტინაში, შოკოლადის მთები ფილიპინებში, ციცინათელების გამოქვაბული ახალ ზელანდიაში და სხვა.

კლდეში ნაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კილომეტრში, საგარეჯოს რაიონში მდებარეობს და 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს. აქედან 3 სადავო (აზერბაიჯანის საზღვარზე) მონაკვეთზეა მოქცეული.

დავითგარეჯის მონასტერი დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დაარსა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ჩამოსული „ათცამეტი ასურელი მამის“ დასს ეკუთვნოდა. მის დროსვე შეიქმნა ორი სხვა მონასტერიც, რომლებიც საერთო კომპლექსში შედის – ე.წ. დოდოს რქა და ნათლისმცემელი.

დავითგარეჯს ყოველდღიურად ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.



სხვა ამბები

თბილისში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა

საბურთალოზე, უბედური შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ლიფტის შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

დაწვრილებით  

თელავში ქმარმა 26 წლის ცოლი დაჭრა

კრიტიკულად მძიმეა 26 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თელავში 38 წლის მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. იგი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30