02:59:48

ფირნიშები
Share |

თბილისში ინდოეთის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით კლუბის დაცვის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის ღირებულების - 3 638 ლარის გადახდა აიძულა.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 31 მარტს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, კლუბ „დოლზში“, სადაც ბრალდებული კერძო დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის საფასურად შეუსაბამო თანხის - 3 638 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უცხოელებმა პრეტენზია გამოთქვეს.

„ბრალდებული, კლუბის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეებს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. დაკავებულმა ერთ-ერთ მათგანს საფულე წაართვა და თანხის საკრედიტო ბარათით გადახდა აიძულა. დაზარალებულებმა პოლიციას დახმარებისთვის მომხდარიდან ორი დღის შემდეგ მიმართეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.



სხვა ამბები

პოლიციამ 43 შეკვრა მეტადონი ამოიღო

სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 51 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღო.

დაწვრილებით  

ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში გამგეობის წარმომადგენელი სევერიანე ბერულავა და მოქალაქე ბადრი შ. დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.01.18
07:00-12:00
Cloudyfrom west-1°C2.0m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom south-southeast6°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-southeast2°C1.8m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north-northeast6°C0.8m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Cloudyfrom southeast6°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest6°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30