05:49:07

ფირნიშები
Share |

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ივლისიდან ამოქმედდება

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივა.

აღნიშნულ თარიღზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, სადაც შს სამინისტროს მიერ მომზადებული პაკეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, ასევე უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობასაც.

ქულათა სისტემამ ცვლილებეი განიცადა. კერძოდ, რიგი საგზაო დარღვევების შემთხვევაში ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგ დარღვევაზე კი შემცირდა. მაგალითად, ღვედის გამოუყენობლობაზე თავდაპირველად შეთავაზებული იყო მართვის მოწმობისთვის 10 ქულის ჩამოკლება, რაც 5 ქულამდე შემცირდა. ავტომობილის მართვისას მობილურის გამოყენებაზე 15 ქულა 10 ქულამდე შემცირდა. წითელზე გავლის შემთხვევაში კი მძღოლებს 10-ს იანცვლად 15 ქულა დააკლდებათ.

ცვლილების მიხედვით, პარკირების წესების დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულა არ ჩამოაკლდება.

ქულების განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის მფლობელს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება და მის დასაბრუნებლად გამოცდის გავლა მოუწევს. ამასთან, პროექტით მძღოლს ეს უფლება წელიწადში ერთხელ ექნება.

საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულია ინიციატივა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტისა და რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ, რაც პროექტის თავდაპირველი ვარიანტით იყო გათვალისწინებული.



სხვა ამბები

ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

დაწვრილებით  

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის ისეთ ადგილებში შეძენისაგან, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არის დაცული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
10:00-12:00
Rainfrom east-southeast18°C0.6m/s
0.9mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30