09:57:54

ფირნიშები
Share |

ევროპის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს 14 ცხოველი აჩუქეს

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსურიის ვეფხვი რიგის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს, 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი დიდი ბრიტანეთის ბენჰემის ზოოპარკიდან. ცხოველები დღეს გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოაფრინეს და უკვე თბილისის ზოოპარკში არიან დაბინავებული.

ცხოველები ევროპის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს საჩუქრად გადასცეს. ვეფხვის ტრანსპორტირების ხარჯები „თიბისი სტატუსმა“ დაფარა. მისივე ინიციატივით, ზოოპარკის ახალ ბინადარ მამრ უსურიის ვეფხვს სახელს ბავშვები შეურჩევენ.

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი ცხოველებისთვის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ვოლიერები, ჩატარდა სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

„თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. ევროპის ზოოპარკებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გამდიდრდა ჩვენი კოლექცია - საჩუქრად უკვე მივიღეთ 80-ზე მეტი ცხოველი. ამჯერად კიდევ 14 ბინადარი შემოგვემატება. რამდენიმე ათეული წელია, რაც ზოოპარკს კენგურუები არ ჰყოლია, ამიტომ დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ზოოპარკში ასევე ბინას დაიდებს უსურიის ვეფხვი - პირველი ვეფხვი წყალდიდობის შემდეგ. სიურპრიზები ამით არ მთავრდება - უახლოეს მომავალში ბრისტოლის ზოოპარკი აფრიკულ პინგვინებს გვიგზავნის“, - განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.



სხვა ამბები

„შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ - საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართება

25 მარტს, 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს დროული რეაგირება“.

დაწვრილებით  

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავში ბავშვი დაიბადა [Photos]

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც გვინეის დედაქალაქ კონაკრიდან სტამბოლისკენ მიფრინავდა, ბავშვი დაიბადა. პატარა გოგონას დედა საფრანგეთის მოქალაქეა, რომელსაც სამშობიარო დახმარება თურქეთის ავიახაზების ბორტგამცილებლებმა გაუწიეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30