23:43:06

ფირნიშები
Share |

ახმეტის საკრებულოში 2 კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს

ახმეტის საკრებულოს დღევანდელ მორიგ სხდომაზე ორი კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ გარსევანიძე 18 ხმით, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი მაგდანა ალხანაშვილი 17 ხმით იქნენ არჩეული.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. ახმეტის საკრებულოს შემთხვევაში ეს რაოდენობა 16 ხმას შეადგენს.

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა ასევე ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი უჯირაული, რომელმაც ფარულ კენჭისყრაში 10 ხმა მიიღო, ხოლო კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი მაისურაძე, რომელსაც მხარი საკრებულოს 9 წევრმა დაუჭირა.

კომისიის თავმჯდომარედ არჩევამდე ზურაბ გარსევანიძე ფრაქციის „ამომრჩევლის ხმა“ თავმჯდომარე იყო, მაგდანა ალხანაშვილი კი ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე. ორივე მათგანი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული მაჟორიტარია.



სხვა ამბები

ბრიტანეთის პარლამენტთან მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კიდევ ორი პირი დააკავა 22 მარტს ლონდონში, პარლამენტთან მოწყობილი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

დაწვრილებით  

პატრიარქი - წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს საკუთარმა შვილმა უღალატა

წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღესასწაულთან ერთად ეკლესიას არ აკლია მწუხარება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
04:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30