22:08:16

ფირნიშები
Share |

ახმეტაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტი მესამედ ჩავარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თამაზ წითელაური თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს. საკრებულოს 6 ოპოზიციონერი წევრის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტი კიდევ ერთხელ ჩავარდა. „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი კოალიციის წევრმა დეპუტატებმა ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

განაცხადი თამაზ წითელაურისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ საკრებულოს წევრებმა ნინო ბურჯანაძის პარტიიდან - „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დღეს დილით წარადგინეს. იმპიჩმენტის ინიციატორები ძირითად მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არაკვალიფიციურობას ასახელებენ.

საკრებულოს სხდომას 30-ვე წევრი ესწრებოდა, აქედან იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ 10-მა დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო, 2 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა, ხოლო დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის სულ მცირე 16 ხმაა საჭირო.

2016 წლის განმავლობაში ახმეტის საკრებულოს წევრთა ნაწილმა ორჯერ დააყენა თამაზ წითელაურის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი - 3 მაისს და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა.



სხვა ამბები

პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი. ავტომანქანის ჩხრეკისას, სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ - სითხის შიგთავსით. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.

დაწვრილებით  

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
02:00-06:00
Partly cloudyNNW3°C1.0m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north7°C1.9m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast4°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom east7°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30