13:20:41

ფირნიშები
Share |

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თბილისში თავს დაესხნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თბილისში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. კილაძის განცხადებით, თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

როგორც ელისო კილაძე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, გელა ხვედელიძეზე თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შურისძიებაა.

„გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე და რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი. საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის, ე.წ. ბიოს „დაკრიშვას“ გოგაშვილის მიერ. მასალებს, რომელიც ხვალინდელ გაზეთში უნდა გამოქვეყნებულიყო. გაგვაფრთხილეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ ის ჩიხშია მოქცეული, როცა უჩა მამაცაშვილმა უარი უთხრა მფარველობაზე, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, როცა ვერ მოახერხა ჩემი შვილის დაჭერით ჩემი გაჩუმება, ის ჩაიდენდა გამოუსწორებელ შეცდომას. თუ გამოუსწორებელი შეცდომა გელა ხვედელიძეზე თავდასხმა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვივარაუდებდით,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. მათი ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ 2017 წლის მარტში დააკავა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და პოლიციას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.



სხვა ამბები

სააღდგომო დღეებში ავტოსაგზაო შემთხვევებზე 60 გამოძახება დაფიქსირდა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, 14-16 აპრილს, სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა. ცენტრის მონაცემებით, მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის - 60, ხოლო ზოგადი ინტქოსიკაციის - 35 ფაქტი. დაწვრილებით  

პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს

მთავარი პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ საქალაქო სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით უკვე მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, დამატებითი დროს მას ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისთვის სჭირდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30