13:45:30

ფირნიშები
Share |

დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგულ მწყემს ცოლ-ქმარს მეთვრამეტე დღეა ეძებენ

დედოფლისწყაროში მეთვრამეტე დღეა ფერმიდან დაკარგულ მწყემსებს უშედეგოდ ეძებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმის მეპატრონემ, ზურა მასურაშვილმა განუცხადა, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, მისთვის უცნობმა პირებმა ძალდატანებით და მუქარით წაიყვანეს. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ფერმის თანამშრომლები მომხდარიდან მხოლოდ მეთხუთმეტე დღეს დაკითხეს.

ზურა მასურაშვილის თქმით, უცნობმა პირებმა ცოლ-ქმართან ერთად ფერმიდან 2 გოჭი და 9 ინდაური წაიყვანეს.

„აღნიშნული ცოლ-ქმარი ჩემ ფერმაში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა და არანაირი პრობლემა არ გვქონია. 15 მარტს, მეც და სხვა თანამშრომლებიც გვიანობამდე ფერმაში ვიყავით. საღამოს ფერმაში მხოლოს ეს ცოლ-ქმარი დარჩა. 16 მარტს, დილით რომ ჩამოვედით მაგიდაზე თეფშებზე დასხმული საჭმელი და ჩაი ასე იყო დატოვებული. ვფიქრობ, რომ ისინი ძალდატანებით და მუქარით წაიყვანეს. ცოლ-ქმარს ფერმაში დარჩა თავიანთი ნივთები და 500 ლარიანი მაცივარი, რომელიც საკუთარი ხელფასით იყიდეს. დაგეგმილი რომ ჰქონოდათ წასვლა, ამ ნივთებს აქ არ დატოვებდნენ. პოლიციას მაშინვე მივმართე, მაგრამ არ ვიცი, რა გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ადამიანები ეძებნათ. საძებნად რომ დავდიოდი, პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემი მანქანით დამყავდა. სამართალდამცავები თანამშრომლების დასაკითხად ფერმაში მხოლოდ მეთხუთმეტე დღეს მოვიდნენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზურა მასურაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.



სხვა ამბები

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეიქსბუქის“ გვერდი გატეხეს

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა ფრანსუა ოლანდის კედელზე ჩანაწერი განათავსეს და მომხმარებლები წვეულებაზე მიიწვიეს, რომელსაც ავტორების თქმით, პრეზიდენტი 7 მაისს თანამდებობიდან გადადგომის აღსანიშნავად გეგმავდა. დაწვრილებით  

მე ემიგრანტი ვარ: მოდის 81 სელებრითის ვიდეომიმართვა დონალდ ტრამპს [Video]

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ შემოღებული ემიგრანტთა საწინააღმდეგო აკრძალვის საპასუხოდ, პოპულარული ამერიკული მოდის ჟურნალმა - W, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამოდელო ბიზნესში მოღვაწე ცნობილი სახეები, მათ შორის ადრიანა ლიმა, ანია რუბიკი და დაიან ფონ ფიურშტენბერგი სოლიდარობას უცხადებენ ემიგრანტებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast14°C0.8m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C1.0m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom northwest12°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30