12:21:42

ფირნიშები
Share |

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

საქობოს საბავშვო ბაღიდან 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები მაღალი ტემპერატურით, ღებინებითა და გულის რევის სიმპტომებით კლინიკაში 31 მარტს გადაიყვანეს. აგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, მაია შაიშმელაშვილის ინფორმაციით, მოზარდების ავადმყოფობა არა საკვებს, არამედ ვირუსულ ინფექციას უკავშირდებოდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქმეში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მიმდინარეობს მოკვლევა. მომხდარს სურსათის ეროვნული სააგენტოც სწავლობს. უწყება კვლევის შედეგებს რამდენიმე დღეში გაავრცელებს.



სხვა ამბები

ინდოელი ფერმერები სიღნაღის გამგეობის თანამშრომელს თაღლითობაში ადანაშაულებენ [Video]

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები ინდოელი ფერმერები მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ავთანდილ ვაშაკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, გამგეობის თანამშრომელს ენდნენ და 2 წლის წინ, 200 ტონა ხორბალი ნისიად მიყიდეს. თანხის ნაწილი, 40 ათასი ლარი ფერმერებს დღემდე არ მიუღიათ.

დაწვრილებით  

მამა გიორგიმ დაკითხვის პროცესი ჩაშალა - პროკურორი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, როგორც კი პროკურატურამ ბრალდებულისათვის კრიტიკული შეკითხვების დასმა გადაწყვიტა, დეკანოზმა მამალაძემ საერთოდ უარი განაცხადა შეხვედრაზე. მისი თქმით, დაცვის მხარემ დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის საბაბით ჩაშალა. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30