19:25:08

ფირნიშები
Share |

13 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ ჩატარდება

ღვინის ფესტივალზე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ. ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ 13 მაისს, მთაწმინდის პარკში 11:00 -დან 18:00 საათამდე ჩატარდება. „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ქვევრის საზეიმო გახსნით დაიწყება. ფესტივალზე იქნება მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვ. 

საქართველოს ღვინის კლუბი „ახალი ღვინის ფესტივალს“ უკვე მერვედ ჩაატარებს.

2016 წლის ახალი ღვინის ფესტივალის საპატიო სტუმარი გახლდათ ელის ფეირინგი. ღვინის მწერალი და ქართველი ნატურალისტი მეღვინეების გულშემატკივარი ფესტივალზე თავისი ახალი წიგნით წარსდგა - "ღვინის სიყვარულისთვის". ელის ფეირინგი წელსაც ეწვევა ახალი ღვინის ფესტივალს.

2016 წელს „ახალი ღვინის ფესტივალმა“ 40 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.



სხვა ამბები

აზერბაიჯანელები ნოვრუზ-ბაირამს, ანუ გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ

აზერბაიჯანელები ნოვრუზ-ბაირამს, ანუ გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს 21 მარტს აღინიშნება. წელს ნოვრუზ-ბაირამს მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიულოცავენ. 

დაწვრილებით  

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება

23 მაისიდან, ყაზახური ავიაკომპანია SCAT-ი ქუთაისის აეროპორტიდან შეასრულებს პირდაპირ ავიარეისებს ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მიმართულებით. რეისები კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 31