00:10:46

ფირნიშები
Share |

გუდვილის მენეჯერი - ვისაც ალუჩა უნდა იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი

„ვისაც უნდა, ალუჩა ჭამოს და ვისაც გემოვნება აქვს და იცის, რომ მარტში ალუჩა არ არის, იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი“, - ამის შესახებ „გუდვილის“ ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერმა გიორგი თანიაშვილმა ალუჩის ფასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თანიაშვილის განმარტებით, გუშინ ალუჩის მარაგი მთლიანად გაყიდეს და დღეს გაორმაგებულ შეკვეთას ელიან.

„წარმოიდგინეთ, რაც შემოვიდა გუშინ გუდვილში, მთლიანად გაიყიდა და დღეს უკვე დილიდან, ხალხი ითხოვს ალუჩას. ამიტომ, ვისაც უნდა ალუჩა ჭამოს და ვისაც გემოვნება აქვს და იცის, რომ მარტში ალუჩა არ არის, იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი. ანუ ჩვეულებრივ იყიდება, ორსულებისთვისაც მისაღები არის და ძალიან კარგად ვყიდით. დღეს კიდევ, გაორმაგებული შეკვეთა შემოგვივა“, - აღნიშნა თანიაშვილმა.

ჰიპერმარკეტ გუდვილში ალუჩა 100-გრამიანი შეფუთვით იყიდება და მისი ფასი 10.90 ლარია. გუდვილის განმარტებით, ალუჩა ჰოლანდიიდან არის იმპორტირებული და, შესაბამისად, იმპორტირებული ხილი ყოველთვის უფრო ძვირი ღირს. ჰიპერმარკეტში აღნიშნავენ, რომ მათ მომხმარებელს ალუჩა მინიმალურ ფასად შესთავაზეს.



სხვა ამბები

12 აპრილს თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 12 აპრილს, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას, ასევე ქალაქ თელავის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

ყვარელში სკვერი და ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა [Photos]

ყვარლის შესასვლელში „შინმოუსვლელთა“ რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა. სკვერში ატრაქციონთან ერთად, განთავსებულია სარბენი და შიდა ბილიკები, ბუნგალო, მინი სტადიონი და სხვადასხვა სახის ტრენაჟორები.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
04:00-06:00
Clear skyNNW17°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest17°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 31