21:32:18

ფირნიშები
Share |

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ფელიპე დანა - მოსული, ერაყი: სამთავრობო ჯარებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის გაჩაღებული ბრძოლიდან გამოქცეული გოგონა ჰასან შამის ბანაკში.


ფელიპე დანა - მოსული, ერაყი: ბიჭუნა ველოსიპედით გადაადგილდება ქალაქის დასავლეთ ნაწილში დანგრეული შენობებისა და განადგურებული მანქანების ფონზე.

ფელიპე დანა - მოსული, ერაყი: სამთავრობო ძალების მიერ შეპყრობილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი.

ოდედ ბალიტი - თელ ავივი, ისრაელი: ტალახის დღის რბოლის მონაწილეები 13 კმ-იან დისტანციაზე. ღონისძიება წელს ისრაელში პირველად ჩატარდა.

მაჯდი მოჰამედი - რამალა, პალესტინა/დასავლეთ სანაპირო: დემონსტრანტი საბურავებს უკიდებს ცეცხლს ისრაელის სამხედრო ძალებსა და პალესტინელებს შორის დაწყებული შეტაკებების შემდეგ.

სტეფან რუსო - ლონდონი, ინგლისი: პოლიციელთა მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი ხალიდ მასუდი, რომელმაც ვესტმინსტერის ხიდზე მოაწყო თავდასხმა.

გეერტ ვანდენ ვაიგერტი - ბრიუსელი, ბელგია: გასული წლის ტერაქტის წლისთავთან დაკავშირებული შეკრება პლას დე ლა ბურსის წინ.

დარკო ვოინოვიჩი - ბელგრადი, სერბეთი: მიგრანტი მიტოვებულ სარდაფში, რომელიც ტოლვილთა თავშესაფრადაა ქცეული.

ანა მაკკონაჰი - ალასკა: სამგზავრო თვითმფრინავში ნაპოვნი გველი, რომელიც ლაინერში წინა ფრენის შემდეგ აღმოჩნდა.

Getty Images - ჩინდო, სამხრეთ კორეა: ჩაძირულ ხომალდ „სევოლის“ წყლიდან ამოღების ხედი მაღლიდან. კატასტროფას 2014 წლის 16 აპრილს 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სხვა ამბები

თბილისში ვიზალიბერალიზაციას საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ [Photos]

თბილისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიება „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს, საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები უმასპინძლდებიან და როგორც ქართულ, ისე ევროპულ კერძებს სთავაზობენ. ქუჩაზე მოწყობილია საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას იღებენ. დაწვრილებით  

საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალება

გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აიკრძალება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განმარტებით, საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკები ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არ ხდება მისი სრულად დეგრადირება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
02:00-06:00
Clear skyfrom southwest2°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west1°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 30 31