06:58:48

ფირნიშები
Share |

ბოდბის დედათა მონასტრის მეურნეობა [Photos]

ბოდბის დედათა მონასტრის მეურნეობა 2 ჰექტარ ფართობზე ტერასებად არის გაშენებული. მეურნეობა ღია გრუნტიანი ნიადაგზე გაშენებული ბოსტნეულისა და ხეხილის ბაღის გარდა, ბოსტნეულის, ყვავილების სათბურს და კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობას აერთიანებს. დედაოების მიერ მოყვანილი პროდუქტი გამორჩეული იმით არის, რომ ბოსტნეულს ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მხოლოდ დამწვარი ნაკელით ანოყიერებენ.

მეურნეობის ხელმძღვანელის, დედა ელენეს თქმით, ნაკვეთებს მონასტერში მსახურე დედები ძირითადად ხელით ამუშავებენ. პროდუქტს მონასტერის წევრები საკვებად იყენებენ.

„გვაქვს საკმაოდ ვრცელი მეურნეობა, რომელშიც მოგვყვავს თითქმის ყველა სახის პროდუქტი, რაც ესაჭიროება ჩვენს მონასტერს. მოგვყვავს კარტოფილი, ლობიო, კომბოსტოს კულტურები - წითელი კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი, კიტრი, მწვანე ბარდა, ნიორი, ხახვი და მთელი წლის განმავლობაში გვყოფნის. ჩვენ არ გვაქვს ფართი და ნიადაგი 3 ფენად არის დატერასებული. მეორე ტერასაზე ვაშლის და ჟოლოს ბაღი გვაქვს. გვიდგა ატმები, ალუჩის და ალუბლის ხეები. ასევე კენკროვნები - ჟოლო, მარწვი. სასოფლო-სამეურნეო კულტურებს უჭირავს 2 ჰექტრამდე.

დაახლოებით 20 წლის წინ დავიწყეთ მიწის დამუშავება. მაშინ ფერდები ეკალ ბარდით და ქვა-ღორღით იყო სავსე. საკუთარი ხელით მოგვიწია ამის დასუფთავება. მერე გავაკეთეთ სათბური, რომელიც ზამთრის განმავლობაში პროდუქტით შეეშველებოდა მონასტერს. შემდეგ უკვე დეკორაციულ მხარეს მივაქციეთ ყურადღება. გვაქვს ყვავილების სათბური, რომელშიც მიმდინარეობს ზამთრის განმავლობაში თათესვა, გადაჩითილება, რომ ადრე გაზაფხულისთვის და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში გამზადებული ყვავილები გადმოვიტანოთ გრუნტში.

4 წელია რაც კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობა გავაკეთეთ. ყველაფერი დედების ძალისხმევით კეთდება. ერთი ოჯახი ვართ, რომელი ინაწილებს საქმეს. მიწამ გვასწავლა ყველაფერი. გლეხობისგანაც ბევრი რამ ვისწავლეთ. პატარა ტრაქტორი გვყავს და მიწის დიდ ნაწილს იმით ვამუშავებთ, ზოგი მოწყალების გაღების მიზნით გვეხმარება, სიღნაღის გამგეობამ დაგვიმუშავა მიწა რამდენჯერმე. ნიადაგის და ბოსტნეულის გასანოყიერებლად მხოლოდ გადამწვარ ნაკელს ვიყენებთ. ჩვენს მიერ მოყვანილი პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა“,- აღნიშნა გადაცემა „ფერმაში“ დედა ელენემ.



სხვა ამბები

სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

დაწვრილებით  

ახმეტის საკრებულომ თუშების პეტიცია დააკმაყოფილა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის პეტიცია, რომელიც თუშეთში, გომეწრის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ხიდის აშენებას ითვალისწინებს. ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყოფა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 23.05.17
11:00-12:00
Cloudyfrom northeast18°C1.9m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom north-northeast19°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
RainNNW18°C2.0m/s
1.0mm
ოთხშაბათი 24.05.17 12:00-18:00
Light rain showers13°C3.3m/s
0.8mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast17°C1.5m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast16°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31