02:07:15

ფირნიშები
Share |

კანაფისა და მარიხუანას მოხმარებაზე ჯარიმა 300 ლარამდე მცირდება, ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება

კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი - უქმდება.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს „ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსშიც“ ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივების წინაპირობას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფის და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1-თვიდან ექვს თვემდე ვადით.

ამასთან, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით დამზადება, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისევე როგორც უკანონო შეძენა, შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, პირველ რიგში, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება და მხოლოდ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაექვემდებარება მისი ჩანდენი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.



სხვა ამბები

დამასკოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოს ძველ რაიონში სულ მცირე 44 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა 11 მარტს, ზედიზედ მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. დაწვრილებით  

სოფლებში მღვდლებს თავი ძლივს გაგვაქვს, ვალებიდან ვერ ამოვდივარ - კალაურის ტაძრის მოძღვარი

„სოფლებში მღვდლებს, მიუხედავად მძიმე ფიზიკური შრომისა, თავი ძლივს გაგვაქვს და ხშირად პირადად მე ბავშვის ექიმთან წასაყვან ფულს ვსესხულობ, ვალებიდან ვერ ამოვდივარ“,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ილია ჯანიაშვილი, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სატელევიზიო გამოსვლას.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north7°C1.9m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast4°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom east7°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31