19:37:03

ფირნიშები
Share |

კახეთში 4 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კახეთს რეგიონში დაახლოებით 4 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ელეტროენერგის გარეშე დარჩენილია ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტების 12, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 7 და თელავის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დააზიანა.

„ძლიერი ქარის გამო, წუხელ ელექტროენერგია 7 ათასამდე აბონენეტს გაეთიშა. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აბონენეტების ნაწილის ჩართვა უკვე მოხერხდა. ამ დროითვის გამორთულია 4 ათასი აბონენტი. იმ შემთხვევაში, თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, ელექტრომომარაგება დღის მეორე ნახევარში სრულად აღდგება“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ელექტროენერგიის მიწოდებას მთელი კახეთის მასშტაბით ახორციელებს.



სხვა ამბები

დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღის და გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 13 აპრილს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის სოფლების, ასევე ქალაქ დედოფლისწყაროს და ქალაქ სიღნაღის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

ავღანეთში პოლიციელმა 11 თანამებრძოლი მოკლა და „თალიბანს“ შეუერთდა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგაჰში ადგილობრივი პოლიციის ოფიცერმა საგუშაგო პოსტზე თავისი 11 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სამხედრო ავტომობილით გაქცევა მოახერხა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31