11:34:20

ფირნიშები
Share |

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმალობაში დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2 94 50 50 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დახმარება უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები. მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდება საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას და მოგიწოდებთ სრულად გააცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს“!- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

28 მარტიდან საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.



ამ თემაზე:

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისთვის

სხვა ამბები

მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა - პროკურორი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დაწვრილებით  

კოსოვოს უდიდესი მეჩეთის იმამს ტერორიზმის წახალისებაში ედება ბრალი

კოსოვოს საგანგებო პროკურორმა დედაქალაქ პრიშტინას უდიდესი მეჩეთის იმამს, შეფჩეთ კრასნიჩის ტერორიზმისკენ წაქეზება დასდო ბრალად, რადგან კოსოვოელი იმამი მლოცველებს ამხნევებდა, სირიაში და ერაყში წასულიყვნენ და ჯიჰადისთვის ემსახურათ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
16:00-18:00
Clear skyfrom south-southeast7°C0.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31