20:33:59

ფირნიშები
Share |

მესაზღვრეები დეტალურად გაესაუბრებიან ყველა მოქალაქეს, რომლებიც ევროპაში მიემგზავრებიან - გიორგი მღებრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიროგი მღებრიშვილმა, უვიზო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შსს საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობებს დეტალურად გააცნობს.

„მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე-კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამ გვარი შემოწმებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთის თვის საჭირო სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით ამ პირს არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე მას გააფრთხილებს ამის თაობაზე და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესი საქართველოს მთავრობის დიდი შრომის შედეგია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი წვლილი მიუძღვის.

„ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შსს ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 % სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა, მათ შორის საზღვრის ინტეგრირებული მართვა“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

28 მარტიდან საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.



სხვა ამბები

ნაფარეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 22 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა 22 წლის გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 28 წლის ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დაწვრილებით  

საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 აღსაზრდელი საავადმყოფოშია მოთავსებული. 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები მაღალი ტემპერატურით, ღებინებითა და გულის რევის სიმპტომებით კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 22.01.18
01:00-06:00
Partly cloudyfrom west-southwest0°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom southwest5°C0.6m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest5°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 12:00-18:00
FairNNW9°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 24.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northwest7°C2.2m/s
0mm
ხუთშაბათი 25.01.18 10:00-16:00
Snowfrom east-northeast-1°C2.0m/s
2.8mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31