09:32:34

ფირნიშები
Share |

რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქებში ანტიკორუფციული დემონსტრაციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ არასანქცირებულ აქციაზე სამართალდამცავებმა ოპოზიცონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში დაახლოებით 130 ადამიანია დაკავებული. დაკავების დროს პოლიცია აქტიურად იყენებს ხელკეტებს. როგორც მოსკოვში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებში აქციები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

რუსეთში აქციებს წინ უძღიდა ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მიერ გამოძიების გამოქვეყნება, რომელშიც აღწერილია პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის სიმდიდრე. პუბლიკაციის მიხედვით, მედვედევი, საქველმოქმედო და არასამთარობო ორგანიზაციებს მაგნატებისგან და სახელმწიფო ბანკებისგან შემოწირულობების შესაგროვებლად იყენებს, შეგროვილი თანხებით კი ქონებას ყიდულობს.მედვედევმა და მისმა წარმომადგენლებმა ფონდის პუბლიკაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს და მიანიშნეს, რომ ნავალნის პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებს.




სხვა ამბები

ჯანდაცვის სამინისტროში შტატგარეშე თანამშრომლები მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებდნენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებული რამდენიმე შტატგარეშე მოსამსახურე მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებდა. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანს პარალელურად ეწერებოდა ხელფასის ოდენობით პრემიაც. ამასთან, სამინისტროს აპარატის 2 მოხელეს 2015 წელს პრემია 14-ჯერ მისცეს. დაწვრილებით  

სოფელ მუკუზანში მაღაზია გაქურდეს

გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც მაღაზიის მფლობელმა მაია მელიქიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, წაღებულია სალაროში არსებული ფული და გატეხილია „თი ბი სი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
14:00-18:00
Clear skyfrom east-northeast14°C0.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25
27 28 29 30 31