04:11:43

ფირნიშები
Share |

მოქალაქეებმა 1530 საბრძოლო ვაზნა და 50 ხელყუმბარა პოლიციას ნებაყოფლობით ჩააბარეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ნინოწმინდისა და ახალქალაქის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

შს სამინისტროს განცხადებით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1530 საბრძოლო ვაზნა, 4 კოჭა ტროტილი, 50 ხელყუმბარა, 2 გადაჭრილი თოფი, 1 პისტოლეტი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 2 ფალია, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი, ხელყუმბარის 5 ფალია და 5 საკვამლე კოჭა.



სხვა ამბები

პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი. ავტომანქანის ჩხრეკისას, სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ - სითხის შიგთავსით. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.

დაწვრილებით  

სამხედრო მოსამსახურემ მძიმე თვითდაზიანება მიიყენა - თავდაცვის სამინისტრო

უფლისციხის სამხედრო ბაზაზე ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღით მძიმე დაზიანება მიიყენა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრომ საკუთარი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25
27 28 29 30 31