17:20:57

ფირნიშები
Share |

შაია ლაბეფის ანტი-ტრამპისეული კამპანია ლივერპულშიც დაიხურა

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, შაია ლაბეფის მიერ წამოწყებული ტრამპის საწინააღმდეგო არტ-კამპანია, სახელად „ის ჩვენ ვერ დაგვაცალკევებს“, კიდევ ერთხელ, ამჯერად ინგლისის ქალაქ ლივერპულში გახსნიდან მეორე დღეს დაიხურა.

ანტი-ტრამპისეული არტ-ინსტალაცია - He Will Not Divide Us, სახიფათო, არაკანონიერი შეღწევის საფრთხის გამო თავად ორგანიზატორებმა დახურეს.

ლივერპულის პოლიციის განცხადებით, გალერეის შენობაში, სადაც კამპანია ტარდებოდა, თეთრი დროშა სახურავზე ეკიდა, მის მოსახსნელად კი ადამიანთა ჯგუფი ცდილობდა შეღწევას. ისინი ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომელთაც მოგვიანებით ინტერნეტით გაავრცელეს განცხადება, რომ იმისდა მიუხედავად, თუ სად გამოფენდა დროშას ამერიკელი მსახიობი, ისინი ყველგან მიწვდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ შაია ლაბეფის მიერ წამოწყებული ანტი-ტრამპისეული კამპანია პირველად ნიუ იორკში გაიხსნა, რა დროსაც თავად მსახიობი დააკავეს. ამერიკის სხვა ქალაქებში წარუმატებელი არტ-ინსტალაციის მოწყობის შემდეგ კი ლაბეფის მცდელობა ბრიტანეთშიც კრახით დასრულდა.





სხვა ამბები

ოსლოში აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი რუსი არასრულწლოვანი დააკავეს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 17 წლის რუსი თინეიჯერი დააკავეს. 8 აპრილს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგანი აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, იგი მცირე სიმძლავრის თვითნაკეთი ბომბი იყო, რომელიც გააუვნებელყვეს.

დაწვრილებით  

ბრიტანეთის პარლამენტთან მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კიდევ ორი პირი დააკავა 22 მარტს ლონდონში, პარლამენტთან მოწყობილი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.2m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 26
27 28 29 30 31