19:26:01

ფირნიშები
Share |

ბრიტანეთის პარლამენტთან მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კიდევ ორი პირი დააკავა 22 მარტს ლონდონში, პარლამენტთან მოწყობილი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს, სახელად ხალიდ მასუდს, თავდაპირველად ედრიან რასელ აჯაო ერქვა, შემდეგ კი ისლამზე მოექცა და ხალიდ მასუდი დაირქვა.

ბრიტანეთის ანტიტერორისტული სააგენტოს ხელმძღვანელმა მარკ როულიმ 24 მარტს განაცხადა, რომ პოლიციას ცხრა ადამიანი ჰყავდა დაკავებული, მეათე კი თავდებით გაუშვეს. არსებობს ვარაუდი, რომ ხალიდ მასუდი, რომელიც პოლიციისათვის მანამდეც ცნობილი იყო ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო, ლონდონში პარლამენტთან თავდასხმისას მარტო მოქმედებდა.

„გუშინ დავასახელეთ მოკლული ტერორისტის ვინაობა, ხალიდ მასუდი. ვთქვით, რომ მას რამდენიმე ფსევდონიმი ჰქონდა და ვიცით, რომ დაბადებიდან მისი სახელი იყო ედრიან რასელი. როგორც ადრეც ვთქვი, გამოძიება ფოკუსირებულია მისი მოტივის, მომზადების პროცესისა და ნაცნობების დადგენაზე. მართალია, მორიგი საფრთხის ნიშნები ჯერ არ ჩანს, მაგრამ ალბათ გესმით, რომ ყველა ღონეს მივმართავთ იმის დასადგენად, ის სრულიად მარტო მოქმედებდა შესაძლოა ტერორისტული პროპაგანდით შთაგონებული თუ ვინმე ამხნევებდა, ხელს უწყობდა და მითითებებს აძლევდა მას“, - უთხრა ლონდონში ჟურნალისტებს ბრიტანეთის ანტიტერრისტული უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ლონდონში თავდამსხმელმა დანით სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი მას შემდეგ, რაც მანქანით დაეჯახა გამვლელებს ვესტმინსტერის ხიდზე. ის პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამავდროულად კი მსხვერპლთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა - წუხელ საავადმყოფოში 75 წლის ბრიტანელი მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც ვესტმინსტერის ხიდზე მძიმედ დაშავდა.



სხვა ამბები

გვატემალაში გოგონათა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20-ზე მეტი არასრულწლოვანი დაიღუპა

გვატემალაში გოგონათა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 22 არასრულწლოვანი დაიღუპა. ადგილობრივ საავადმყოფოებში 40-მდე დაშავებულია გადაყვანილი. ხანძარი თავად თავშესაფრის ბინადრებმა გააჩინეს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ცეცხლი მატრასებს წაუკიდეს. დაწვრილებით  

მეუფე პეტრე: პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს

„საჯარო განცხადება რაც გავაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შევხვდე ღირსეულად“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა. ის მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშრებით იკითხება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 26
27 28 29 30 31