06:45:30

ფირნიშები
Share |

გარემოვაჭრეებს თბილისში უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეებს ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტთან დაკავშირებით ავრცელებს, რაც მათთვის ვაჭრობის აკრძალვას მოჰყვა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მერია კანონის დაცვით მოქმედებს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რადგან „უნებართვო გარევაჭრობა დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთანაც, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის“.

რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამოს მიმდებარე ტერიტორია, მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიები.



სხვა ამბები

პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 62 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29-ს კი სასჯელი შეუმცირდა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაწვრილებით  

მცირე ოდენობით კანაფისა და მარიხუანის შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისთვის პატიმრობა გაუქმდება

ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციის მიზნით, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცეს. საკანონმდებლო ცვლილებები კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.02.18
11:00-12:00
Partly cloudyfrom east5°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east6°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast6°C0.5m/s
0mm
შაბათი 24.02.18 12:00-18:00
FairNNW8°C0.1m/s
0mm
კვირა 25.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast9°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 10:00-16:00
Rainfrom west-southwest6°C0.7m/s
2.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 26
27 28 29 30 31