13:20:35

ფირნიშები
Share |

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 მოვაჭრე მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 პირი უახლოეს დღეებში თბილისის მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საღამოს გაიმართება შეხვედრა მერიის წარმომადგენლებსა და საინიციატივო ჯგუფის წევრებ შორის, სადაც მათ დაზუსტებული სია გადაეცემათ. როგორც ბერაძემ აღნიშნა, 345 დაზარალებულიდან 97 არაა თბილისში რეგისტრირებული, თუმცა დააყენეს საკითხი, რომ მათთვის დედაქალაქში გაცემულიყო დახმარება. ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ დაახლოებით 50-მა მათგანმა გამგეობებისგან მიიღო დახმარება, თუმცა მერიის დახმარების აღებას ეს ხელს არ შეუშლის.

რაც შეეხება დაზარალებულების დანარჩენ მოთხოვნებს, როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ბანკებთან ურთიერთობის დახმარების კუთხით ისინი შეხვდნენ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან მიიღეს დაპირება, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, შეღავათების გაწევას ეცდებიან. მისივე თქმით, ასევე, ეცდებიან დაზარალებულებს სამუშაო ადგილები გამოუნახონ.

თბილისში, სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში 30 იანვარს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა შენობა, დაზარალდა ათობით მოვაჭრე, რომლებსაც სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარე ბაზრობებზე ტანსაცმლის, ავეჯის, ოქრო-ვერცხლის მაღაზიები ჰქონდათ.



სხვა ამბები

გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო გურჯაანში „კამაზის“ მარკის ავტომობილი 4 წლის ბიჭს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა. ის „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაშვი გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დაწვრილებით  

„რუსთავი2“-ის წილის 91%-ის მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპნია „რუსთავი2“-ის წილის 91%-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები, განცხადებას ავრცელებენ, სადაც „რუსთავი2“-ის თანამშრომლებისთვის წილის 51%-ის მფლობელის, „ტელეკომპანია საქართველოს“ აქციათა საკონტროლო პაკეტის გადაცემის დეტალებს განმარტავენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 18.10.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast11°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 19.10.17 12:00-18:00
Fairfrom east13°C0.5m/s
0mm
პარასკევი 20.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east14°C1.2m/s
0mm
შაბათი 21.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom northeast12°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 25 26
27 28 29 30 31