23:51:14

ფირნიშები
Share |

სამხედრო სარეზერვო სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი; 5 წლიან კონტრაქტზე ხელმოწერა შეეძლებათ 18-55 წლამდე ასაკის პირებს; ანაზღაურება კი განისაზღვრება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვიურად და გამოძახებისას 100% (სერჟანტ-კაპრალის ხელფასი წელიწადში 3 470 ლარს შეადგენს). რეზერვისტების გამოძახება მოხდება ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის მიხედვით.

კონცეფციის მიხედვით, შემოღებული იქნება აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმა, რომელიც თავის მხრივ სამი კომპონენტისგან შედგება - აქტიური, სპეციალისტების და ტერიტორიული რეზერვი. 

რეზერვისტები მომზადებას წელიწადში 45 დღის განმავლობაში გაივლიან; სამსახურის პერიოდში ისარგებლებენ კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო გარანტიებით. 

ახალი სარეზერვო სამსახურის კონცეფცია პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი თავდგირიძემ წარმოადგინა. გიორგი თავდგირიძის განმარტებით, კონცეფციის მიზანია, არსებული რეზერვის სისტემის ტრანსფორმაცია.

„დიდი რეზერვი, ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი, იქნება ინტეგრირებული სამხედრო ძალების რეზერვის სტრუქტურაში, რომელიც გაიყოფა ორ დიდ ნაწილად, ეს არის მიმდინარე რეზერვი, რომელიც იქნება დანაკარგების შევსებისთვის გათვალისწინებული, რომელიც მოქცეული იქნება აღრიცხვის და მართვის ერთიან სისტემაში, და ასევე სამხედრო ძალების რეზერვიდან გამოიყოფა აქტიური სარეზერვო სამსახური, რითაც შეიქმნება სამი ტიპის სარეზერვო დაჯგუფება, ეს არის შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს აქვს თავისი სპეციფიური დანიშნულება, გამოყენება, მაგრამ სამივე რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია და დაეფუძნება აქტიურ სარეზერვო სამსახურს“, - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.





სხვა ამბები

არხის საკონტროლო პაკეტის მისაღებად ახალ შპს-ს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დავაფუძნებთ - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არხის თანამშრომლები ახალ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დააფუძნებენ, რომელიც ტელევიზიის 91%-ის მფლობელებისგან ლევან და გია ყარამანიშვილებისგან აქციათა საკონტროლო პაკეტს მიიღებს.

დაწვრილებით  

8 ავღანელი პოლიციელი მათივე ორმა თანამებრძოლმა მოკლა

ავღანეთის პოლიციის უსაფრთხოების ძალების 8 ჯარისკაცი ზაბულის პროვინციაში მდებარე სამხედრო საგუშაგოზე მათი ორი თანამებრძოლის მიერ 10 მარტს ატეხილი სროლის შედეგად დაიღუპა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
04:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 25 26
27 28 29 30 31