13:11:33

ფირნიშები
Share |

რუსთავის საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს

რუსთავის N21-ე საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს, ხორცს ფერი ჰქონდა შეცვლილი და ლორწოიანი იყო. ამის შესახებ „პირველ არხს“ ბაღის გამგემ განუცხადა. ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, საეჭვო ხორცის პარტიის გამოყენება ყველა საბავშვო ბაღში აიკრძალა.

232 კილო ხორცი 20-ივე ბაღში დალუქულ მდგომარეობაში, მაცივარში ინახება.

საეჭვო ხორცის ნიმუშები შესამოწმებლად სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს და ანალიზის პასუხი ერთი კვირიდან ერთ თვეში უნდა გახდეს ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბადას“ რუსთავის 20 საბავშვო ბაღისათვის საჭირო 232 კგ. საქონლის ხორცი, ხელშეკრულების თანახმად, ობიექტებზე კვირაში ერთხელ შეაქვს.

როგორც „ბადაში“ აცხადებენ, ორი წელია, მსგავსი პრობლემა არ დაფიქსირებულა. კომპანია განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.



სხვა ამბები

21 მარტს ყვარლისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 21 მარტს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების: გამარჯვების, არბოშიკის, მირზაანის, ზემო მაჩხაანისა და თავწყაროს მცხოვრებლებს.

დაწვრილებით  

პარიზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა პარიზში, შანზ-ელიზეზე მომხდარი სროლის შედეგად. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest-2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 25 26
27 28 29 30 31