06:57:38

ფირნიშები
Share |

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამხედრო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებს, წახალისების მიზნით, მედლები გადაეცათ.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

გიორგიანწუხელიძე 1984 წელს ახმეტაში დაიბადა და სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 24 წლის სამხედრო 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ. შანხაის რაიონს უტევდა. ის რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ. ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

გიორგი ანწუხელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ხსოვნის მემორიალი 2013 წლის 26 ოქტომბერს, ქვემო ალვანში მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა სერჟანტთა მომზადების სკოლას.



სხვა ამბები

ვარდების მოედანი 13:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშირებით, 30 მარტს, ვარდების მოედანი 13:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება.

დაწვრილებით  

სომალიში შიმშილით ორ დღეში 110 ადამიანი დაიღუპა

სომალის სამხრეთ რეგიონში, ბოლო ორ დღეში შიმშილისგან დაახლოებით 110 ადამიანი დაიღუპა. შიმშილობა გვალვით არის გამოწვეული. სუფთა სასმელი წყლის არარსებობა ქოლერას გავრცელების რისკს ზრდის. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
11:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.2m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast12°C0.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west8°C1.3m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast13°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Light rainfrom northwest6°C3.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 25 26
27 28 29 30 31