21:31:44

ფირნიშები
Share |

„რუსთავი 2“ ყარამანიშვილებისგან ტელეკომპანია „საქართველოს“ გადაცემას ითხოვს

„რუსთავი 2“ ძმებ ყარამანიშვილებისგან ტელეკომპანია „საქართველოს“ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მან ყარამანიშვილების შეთავაზებას, „რუსთავი 2“-ის წილების 40%-ის ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე, უარით უპასუხა.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით. საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია „საქართველო“, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს ტელეკომპანია „საქართველო“ არ არის დაყადაღადებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტს.

მისი კოლექტივისთვის გამოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან სწორედ მათ წინაშე",- განაცხადა გვარამიამ.

გია ყარამანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. საზოგადოებრივის კითხვაზე საპასუხოდ, ყარამანიშვილმა განაცხდა, რომ საკითხზე „სხვა ტელევიზიებთან კომენტარს არ გააკეთებს“ და ტელეფონი გათიშა. შემდგომ ზარებს ყარამანიშვილმა არ უპასუხა.

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა მფლობელმა ლევან ყარამანაშვილმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართა და არხის მფლობელების სახელით, შესთავაზა, ტელეკომპანიის 40 %-იანი წილი თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადანაწილდეს. 

ამასთან, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-ის“ წილები ქიბარ ხალვაშს გადაეცა, თუმცა აღნიშნული განჩინების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა.

ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის აქციების 91 პროცენტს ფლობენ.



სხვა ამბები

საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტომის შედეგად ლაგოდეხში მამაკაცი დაიღუპა

ლაგოდეხის რაიონში, საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადახტომის შედეგად 37 წლის მამაკაცი დაიღუპა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კლინიკა „კელაპტრის“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა გივი ლობჟანიძემ უთხრა, პაციენტი საავადმყოფოში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და აგრესიული იყო.

დაწვრილებით  

მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლება სინოდმა ჩამოართვა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.02.18
02:00-06:00
Cloudyfrom west-southwest4°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom west-southwest3°C1.3m/s
1.0mm
12:00-18:00
Partly cloudy6°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast7°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 12:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 01.03.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast4°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 25 26
27 28 29 30 31