14:59:42

ფირნიშები
Share |

მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.

ძმათა სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დავით ლონდარიძემ უმცროსი სერჟანტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მუხათგვერდში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები -  ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე სხვა სამხედრო პირები იმყოფებოდნენ. დაკრძალვის ცერემონიალს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

უმცროსი სერჟანტი ანზორ გელდიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში II ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონთან ერთად ჩაერთო. მისი ქვედანაყოფი სოფელ ტბეთის მიმდებარედ საქართველოში შემოჭრილ მოწინააღმდეგეს აქტიურად ებრძოდა.

ანზორ გელდიაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლებით - „მხედრული მამაცობისთვის“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“.



სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფში კიდევ ორი ბავშვი გადაიყვანეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან წნორის კლინიკაში კიდევ 2 მოზარდია გადაყვანილი. პაციენტებს მაღალი ტემპერატურა და გულისრევა აღენიშნებათ. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ისინი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

დაწვრილებით  

ერაყის ქალაქ თიქრითში ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ თიქრითში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.01.18
19:00-00:00
Fair1°C0.6m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom northeast6°C0.2m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast8°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest6°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28 29 30 31