03:50:28

ფირნიშები
Share |

ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს 40 %-იანი წილის უფასოდ გადაცემას სთავაზობენ

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავს და არხის მფლობელების სახელით, სთავაზობს, ტელეკომპანიის 40 %-იანი წილი თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადანაწილდეს. 

ლევან ყარამანაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მივმართავთ „რუსთავი 2“-ის კოლექტივს, მის თითოეულ თანამშრომელს.

მეგობრებო, თქვენი როლი საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეუფასებელია. რომ არა თქვენი ყოველდღიური თავდადება, დღეს „რუსთავი 2“ აღარ იარსებებდა, ან უკვე გადაქცეული იქნებოდა ივანიშვილის პირად, პროპაგანდისტულ არხად. ის, რაც თქვენ შეძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის შეტევა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად ღია ფაზაში შევიდა, არის სამოქალაქო გმირობა, რომელიც შევა საქართველოს ისტორიაში.

კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სიმამაცე და ტიტანური შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს ამისთვის! თქვენი ბრძოლის შედეგად, „რუსთავი 2“ გადაიქცა ჭეშმარიტად სახალხო ტელევიზიად. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და პრინციპულობისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ტელეკომპანიის მფლობელებმა გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ შემდეგი:

ჩვენი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში (40%) უსასყიდლოდ გადაეცეს ტელეკომპანიის კოლექტივს, რათა თქვენ უკვე მფლობელების რანგში გახდეთ ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე.

მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე.

„რუსთავი 2“-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60,000 ლარამდე. მიუხედავად თანამდებობისა და ანაზღაურების ოდენობისა, ყოველი მათგანის კონტრიბუცია ტელეკომპანიის ფუნქციონირებაში უნიკალური და ფასდაუდებელია. მოგმართავთ თხოვნით, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა არავის ღვაწლი არ დარჩეს უღიარებელი და წილები კოლექტივს გადაუნაწილდეს ღიად და სამართლიანად“,- ნათქვამია ლევან ყარამანაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-ის“ წილები ქიბარ ხალვაშს გადაეცა, თუმცა აღნიშნული განჩინების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა. 






სხვა ამბები

ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, „რუსთავი 2“ მის გუნდს მიჰყიდოს

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ტელეკომპანია მის გუნდს მიჰყიდოს. ამის შესახებ გვარამიამ გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გვარამიას თქმით, მზად არის „რუსთავი 2“-ის წილების 100% შეისყიდოს. დაწვრილებით  

31 მარტს ყვარლის და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 31მარტს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 19.01.18
08:00-12:00
Cloudyfrom west-southwest0°C2.5m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom west7°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C2.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 12:00-18:00
Fairfrom south-southeast5°C0.7m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north6°C0.5m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-northeast6°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28 29 30 31