03:49:20

ფირნიშები
Share |

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.

2016 წლის 4 ნოემბერს, სამართალდამცავებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა“ იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი - შეჭამა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 6 ნოემბერს შეუფარდა. საქმე ამ დრომდე სასამართლო განხილვის ეტაპზეა და ორ ნაწილად არის გაყოფილი.





სხვა ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტომანქანების შეკეთებისთვის 1 053 655 ლარი გამოიყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 36 ერთეული სამსახურებრივი ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე 2017 წლის განმავლობაში სავარაუდოდ 1 053 655 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მათემოტორსთან“, რომლის დირექტორი გელა ბარკალაია რამდენიმე დღის წინ მძიმე ბრალდებით დააკავეს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 2 თებერვალს გაფორმდა. დაწვრილებით  

გიორგი თარგამაძის მეუღლის კომპანიას სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის განკარგულებით შპს GOLDEN GRAINS-ს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში, სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2436 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ამ საწარმოს მფლობელები არიან თურქეთის 2 მოქალაქე და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის გიორგი თარგამაძის მეუღლე თათია თოფურია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 19.01.18
08:00-12:00
Cloudyfrom west-southwest0°C2.5m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom west7°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C2.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 12:00-18:00
Fairfrom south-southeast5°C0.7m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north6°C0.5m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-northeast6°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28 29 30 31