14:05:46

ფირნიშები
Share |

საქართველოს სამეფო სახლის ინფორმაციით, პრინცი ბაგრატი გარდაიცვალა

საქართველოს სამეფო სახლის განცხადებით, პრინცი ბაგრატი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 2008 წელს გარდაცვლილი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის ძმა იყო. ამჟამად საქართველოს სამეფო სახლის მეთაურია უფლისწული დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი.

სამეფო სახლის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაიცა არასწორი ინფორმაცია, სადაც ამბობდნენ, რომ გარდაიცვალა ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური:

საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გადაიცა არასწორი ინფორმაცია, კერძოდ, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის ბიძის (მამის მხრიდან), ბაგრატ ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ გარდაიცვალა ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური. გვსურს განვმარტოთ, რომ მსგავსი ტიტული და წოდება საქართველოს სამეფო სახლში არ არსებობს.

აწგანსვენებული პრინცი ბაგრატი გახლდათ 1977-2008 წწ. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის ძმა, ხოლო ბატონიშვილ გიორგის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო სახლის მეთაურობა, დინასტიური წესით, ჩაიბარა მისმა შვილმა, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა. რაც შეეხება „ევროპაში საქართველოს სამეფო სახლს“, მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. საქართველოს სამეფო სახლი, ევროპაში იძულებით დევნილობის შემდეგ, დიდი ხანია, რაც დაბრუნდა საქართველოში.

საქართველოს სამეფო სახლი კიდევ ერთხელ თხოვს ქართული მედიის წარმომადგენლებს, მსგავსი ინფორმაცია დააზუსტონ სამეფო სახლთან“,- ნათქვამია განცხადებაში.



სხვა ამბები

მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოავარიის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცს სამარშრუტო ხაზის, N6 მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შემდეგაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დაწვრილებით  

7, 8 და 9 აპრილს მარხვა თევზით ხსნილია

7, 8 და 9 აპრილს მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილი იქნება. დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის პარასკევს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცთა მაცხოვარი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom west9°C1.0m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28 29 30 31