02:59:02

ფირნიშები
Share |

თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია 3 გამანაწილებლის გაკეთება: აჩინებულის დასახლებიდან, ცენტრალური ბაზრის ქუჩიდან და კურდღელაურიდან. 

„გამანაწილებლები კოლექტორის 16 კმ-იანი ქსელით დაუერთდება თელავის კანალიზაციის ძირითად გამწმენდ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. შედეგად, ფეკალური მასები მდინარეში აღარ მოხვდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

თელავის საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაცია 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 538 000 ლარია.




სხვა ამბები

დავით გარეჯთან უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს რაიონში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცი კლდიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. დაწვრილებით  

შსს 104 ტონა შოკოლადს ყიდულობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 104 260 კილოგრამი შოკოლადის ნაწარმისა და 125 კილოგრამი კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა მილიონ 58 ათას 989 ლარია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.01.18
07:00-12:00
Cloudyfrom west-1°C2.0m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom south-southeast6°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-southeast2°C1.8m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north-northeast6°C0.8m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Cloudyfrom southeast6°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest6°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 23 24 25 26
27 28 29 30 31