00:50:29

ფირნიშები
Share |

აზერბაიჯანელები ნოვრუზ-ბაირამს, ანუ გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ

აზერბაიჯანელები ნოვრუზ-ბაირამს, ანუ გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს 21 მარტს აღინიშნება. წელს ნოვრუზ-ბაირამს მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიულოცავენ. 

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და „ახალ დღეს“ ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება. ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს.

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი 2010 წლიდან საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 





სხვა ამბები

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

შავ ზღვაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა. დაწვრილებით  

სიღნაღის სასამართლოში პროცესზე მისაყვანი პატიმარი აერიათ

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის პროცესი ჩაიშალა. აღმოჩნდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ერთი და იმავე სახელით ირიცხებოდა, რის გამოც პროცესზე სხვა პირი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
05:00-06:00
Clear skyfrom northwest18°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest19°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.1m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.9m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom west26°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 22 23 24 25 26
27 28 29 30 31