20:53:34

ფირნიშები
Share |

მიმდინარე შეტაკებების ფონზე მოსახლეობა ქალაქ მოსულს ტოვებს

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულიდან ქვეყნის სამთავრობო არმია განაგრძობს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნის ოპერაციას. შეტაკებების ფონზე კი მოსულის დასავლეთ ნაწილს ათასობით ერაყელი ტოვებს.

შეიარაღებულმა ძალებმა პოზიციები გაიმყარეს ქალაქის ძველ ნაწილთან და სტრატეგიული მნიშვნელობის მეჩეთთან.

ამჟამად ქალაქში წყლისა და საკვების სიმწირეა, ახლად გათავისუფლებულ ადგილებში მწვავედ დგას უსაფრთხოების პრობლემაც.

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული მიმდინარე სამხედრო კამპანია 19 თებერვალს ამერიკის საჰაერო მხარდაჭერის თანხლებით დაიწყო. მანამდე, იანვარში მთავრობის ძალებმა ასდღიანი ბრძოლის შემდეგ მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების შეფასებით, შეტევის საწყის ეტაპზე დასავლეთ მოსულში 750 000-მდე სამოქალაქო პირი და „ისლამური სახელმწიფოს“ 2000-მდე მეომარი იმყოფებოდა.



სხვა ამბები

სოფელ ართანაში უბედურ შემთხვევას 29 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის რაიონის სოფელ ართანაში უბედური შემთხვევის შედეგად 29 წლის მამაკაცი დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცს შემთხვევით ბენზინი ნავთში აერია და სხეულის 100-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაწვრილებით  

თელავის ყოფილი გამგებლის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ვასილ დავითაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თელავში მცხოვრები ზეზვა ბაქრაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.07.17
01:00-06:00
Clear skyfrom northwest24°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyNNW22°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east30°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast31°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast32°C0.9m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Fairfrom northeast30°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast27°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31