20:53:21

ფირნიშები
Share |

მიმდინარე შეტაკებების ფონზე მოსახლეობა ქალაქ მოსულს ტოვებს

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულიდან ქვეყნის სამთავრობო არმია განაგრძობს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნის ოპერაციას. შეტაკებების ფონზე კი მოსულის დასავლეთ ნაწილს ათასობით ერაყელი ტოვებს.

შეიარაღებულმა ძალებმა პოზიციები გაიმყარეს ქალაქის ძველ ნაწილთან და სტრატეგიული მნიშვნელობის მეჩეთთან.

ამჟამად ქალაქში წყლისა და საკვების სიმწირეა, ახლად გათავისუფლებულ ადგილებში მწვავედ დგას უსაფრთხოების პრობლემაც.

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული მიმდინარე სამხედრო კამპანია 19 თებერვალს ამერიკის საჰაერო მხარდაჭერის თანხლებით დაიწყო. მანამდე, იანვარში მთავრობის ძალებმა ასდღიანი ბრძოლის შემდეგ მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების შეფასებით, შეტევის საწყის ეტაპზე დასავლეთ მოსულში 750 000-მდე სამოქალაქო პირი და „ისლამური სახელმწიფოს“ 2000-მდე მეომარი იმყოფებოდა.



სხვა ამბები

ფიტარეთის მონასტრამდე მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა [Photos]

თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ქცის ხეობაში, ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა. დაზიანებული გზის გამო, ხიდზე გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ. ტაძრამდე მისასვლელ გზას მდინარე კვეთს და სახიფათოა.

დაწვრილებით  

დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ბრალდებით ესპანეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ესპანეთის მოქალაქე დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.07.17
01:00-06:00
Clear skyfrom northwest24°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyNNW22°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east30°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast31°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast32°C0.9m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Fairfrom northeast30°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast27°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31