15:55:08

Share |

მიმდინარე შეტაკებების ფონზე მოსახლეობა ქალაქ მოსულს ტოვებს

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულიდან ქვეყნის სამთავრობო არმია განაგრძობს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნის ოპერაციას. შეტაკებების ფონზე კი მოსულის დასავლეთ ნაწილს ათასობით ერაყელი ტოვებს.

შეიარაღებულმა ძალებმა პოზიციები გაიმყარეს ქალაქის ძველ ნაწილთან და სტრატეგიული მნიშვნელობის მეჩეთთან.

ამჟამად ქალაქში წყლისა და საკვების სიმწირეა, ახლად გათავისუფლებულ ადგილებში მწვავედ დგას უსაფრთხოების პრობლემაც.

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული მიმდინარე სამხედრო კამპანია 19 თებერვალს ამერიკის საჰაერო მხარდაჭერის თანხლებით დაიწყო. მანამდე, იანვარში მთავრობის ძალებმა ასდღიანი ბრძოლის შემდეგ მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების შეფასებით, შეტევის საწყის ეტაპზე დასავლეთ მოსულში 750 000-მდე სამოქალაქო პირი და „ისლამური სახელმწიფოს“ 2000-მდე მეომარი იმყოფებოდა.



ფირნიშები

სხვა ამბები

თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილებისთვის განკუთვნილი ბინების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 95 500 აშშ დოლარი, მოტყუებით გამოართვეს.

დაწვრილებით  

სირიაში ავიადაბომბვის შედეგად მეჩეთში 42 ადამიანი დაიღუპა

სირიაში ავიაიერიშისას მეჩეთი დაიბომბა, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა. ავიაიერიში ალეპოს პროვინცია ალ ჯინეში განხორციელდა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. გარდაცვლილების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღწევს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
20:00-00:00
Clear skyNNW3°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31