08:46:12

Share |

სოფელ ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ხანძრის შედედ გარდაცვლილის შვილებმა - 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დამწვრობითი შოკი მიიღო ამავე ოჯახში მცხოვრებმა მოხუცმა მამაკაცმა. დაშავებულები კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პატარა ჩაილურში საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენელმა სოლომონ გრძელიშვილმა განუცხადა, ხანძარი სავარაუდოდ მოხუცმა მამაკაცმა განზრახ გააჩინა.

„წლების წინ, მოხუც მამაკაცს ყველა გარდაეცვალა და ამ ოჯახს სთხოვა, მასთან ეცხოვრათ. მშვიდი, წყნარი ოჯახი ჰქონდათ. არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ ამბობენ, რომ ხანძარი მოხუცმა განზრახ გააჩინა. მამამ ხანძრიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და ადგილზე დაიღუპა. დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ 11 და 8 წლის ბავშვები. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულ ცენტრში რეანიმაციაშია მოთავსებული ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი მოხუციც“,- განაცხადა სოლომონ გრძელიშვილმა. 



ფირნიშები

სხვა ამბები

სოფელ მუკუზანში მაღაზია გაქურდეს

გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც მაღაზიის მფლობელმა მაია მელიქიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, წაღებულია სალაროში არსებული ფული და გატეხილია „თი ბი სი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატი. დაწვრილებით  

ქიბარ ხალვაში - სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი

სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის შესაძლო გაყიდვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 30.03.17
13:00-18:00
Clear skyfrom east-northeast10°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast11°C0.3m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Light rainfrom east-southeast14°C1.2m/s
0.9mm
შაბათი 01.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east3°C0.4m/s
0mm
კვირა 02.04.17 10:00-16:00
Rainfrom southeast4°C0.6m/s
1.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31