20:55:07

ფირნიშები
Share |

სოფელ ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ხანძრის შედედ გარდაცვლილის შვილებმა - 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დამწვრობითი შოკი მიიღო ამავე ოჯახში მცხოვრებმა მოხუცმა მამაკაცმა. დაშავებულები კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პატარა ჩაილურში საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენელმა სოლომონ გრძელიშვილმა განუცხადა, ხანძარი სავარაუდოდ მოხუცმა მამაკაცმა განზრახ გააჩინა.

„წლების წინ, მოხუც მამაკაცს ყველა გარდაეცვალა და ამ ოჯახს სთხოვა, მასთან ეცხოვრათ. მშვიდი, წყნარი ოჯახი ჰქონდათ. არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ ამბობენ, რომ ხანძარი მოხუცმა განზრახ გააჩინა. მამამ ხანძრიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და ადგილზე დაიღუპა. დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ 11 და 8 წლის ბავშვები. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულ ცენტრში რეანიმაციაშია მოთავსებული ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი მოხუციც“,- განაცხადა სოლომონ გრძელიშვილმა. 



სხვა ამბები

საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება - WHO

საქართველოში, თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. აქედან 3000 პასიური მწეველია. აღნიშნული საგანგაშო მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს გააცნეს.

დაწვრილებით  

ევროპის უძველესი პაგანები: ეთნიკური მარიელების ცხოვრება უღრან ტყეში - The Guardian [Photos]

პაგანიზმი (Paganus - ლათ: სოფლის მცხოვრები) მრავალღმერთიული ხალხური რელიგიური ტრადიციებია, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ხალხი დღესაც მისდევს. ფოტოჟურნალისტმა იკურუ კუვაძიმამ რუსეთის ფედერაციაში არსებულ მარი-ელის რესპუბლიკაში ერთი წლის განმავლობაში იმოგზაურა და თითქმის ყველაფერი გაიგო ეთნიკურ მარიელთა პაგანისტურ რელიგიასა და კუდიანობაზეც კი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.07.17
01:00-06:00
Clear skyfrom northwest24°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyNNW22°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east30°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast31°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast32°C0.9m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Fairfrom northeast30°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast27°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31