06:36:30

ფირნიშები
Share |

ელისო კილაძის მეუღლე მხედრული მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოს სახელმწიფოს უბრუნებს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე- პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელმწიფოს, პროტესტის ნიშნად ჯილდოს უბრუნებს, რომელიც მას განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა. კილაძის განცხადებით, მისმა მეუღლემ აღნიშნული ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკანონოდ მოხდა მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება.

ელისო კილაძემ აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გააკეთა და ის წერილიც წაიკითხა, რომელიც მის მეუღლეს, ვიცე პოლკოვნიკ გრიგოლ ხარშილაძეს ეკუთვნის.

„ბატონო, შინაგან საქმეთა მინისტრო, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დავაბრუნო სახელმწიფო ჯილდო - მედალი მხედრული მამაცობისთვის, რომელიც მე შს ორგანოებში მუშაობის დროს, იმ დროინდელი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის წარდგინებით, განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გამო მივიღე. დაჯგუფება ეწეოდა დასავლეთ საქართველოში ადამიანების გატაცებას. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ჯილდო ჩემზე მეტად თქვენ გჭირდებათ, რათა დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს, დავით ხარშილაძეს. ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაკვეთებ“, - ნათქვამია გრიგოლ ხარშილაძის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს ელისო კილაძემ გააცნო.

ელისო კილაძის განცხადებით, ჯილდოს „მედალი მხედრული მამაცობისთვის“ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩააბარებს.



სხვა ამბები

2016 წელს კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე 1500-მდე პირი აიყვანეს - ვახტანგ გომელაური

კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აიყვანეს 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მხარდამჭერი პირი გამოვლინდა. დაწვრილებით  

დაღესტნის სკოლაში ყუმბარის აფეთქების შედეგად მოსწავლე დაიღუპა

დაღესტანში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მოსწავლე დაიღუპა, 13 კი დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კომპიუტერების საკლასო ოთახში ყუმბარა აფეთქდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.02.18
11:00-12:00
Partly cloudyfrom east5°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east6°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast6°C0.5m/s
0mm
შაბათი 24.02.18 12:00-18:00
FairNNW8°C0.1m/s
0mm
კვირა 25.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast9°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 10:00-16:00
Rainfrom west-southwest6°C0.7m/s
2.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31