07:04:55

ფირნიშები
Share |

ელისო კილაძის მეუღლე მხედრული მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოს სახელმწიფოს უბრუნებს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე- პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელმწიფოს, პროტესტის ნიშნად ჯილდოს უბრუნებს, რომელიც მას განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა. კილაძის განცხადებით, მისმა მეუღლემ აღნიშნული ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკანონოდ მოხდა მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება.

ელისო კილაძემ აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გააკეთა და ის წერილიც წაიკითხა, რომელიც მის მეუღლეს, ვიცე პოლკოვნიკ გრიგოლ ხარშილაძეს ეკუთვნის.

„ბატონო, შინაგან საქმეთა მინისტრო, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დავაბრუნო სახელმწიფო ჯილდო - მედალი მხედრული მამაცობისთვის, რომელიც მე შს ორგანოებში მუშაობის დროს, იმ დროინდელი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის წარდგინებით, განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გამო მივიღე. დაჯგუფება ეწეოდა დასავლეთ საქართველოში ადამიანების გატაცებას. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ჯილდო ჩემზე მეტად თქვენ გჭირდებათ, რათა დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს, დავით ხარშილაძეს. ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაკვეთებ“, - ნათქვამია გრიგოლ ხარშილაძის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს ელისო კილაძემ გააცნო.

ელისო კილაძის განცხადებით, ჯილდოს „მედალი მხედრული მამაცობისთვის“ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩააბარებს.



სხვა ამბები

დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგული მწყემსი ცოლ-ქმარი იპოვეს

თვრამეტდღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგული მწყემსი ცოლ-ქმარი გურჯაანში იპოვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცოლ-ქმარი სამართალდამცავებმა ქუჩაში ნახეს. მათივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე ძიება შეწყდა.

დაწვრილებით  

მესტიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გერმანელი ტურისტი დაიღუპა

მესტიაში, კურორტ „თეთნულდზე“ ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 46 წლის გერმანელი ტურისტი დაიღუპა. ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ხუთი გერმანელი ტურისტი თოვლზე სრიალებდა. ზვავის ქვეშ ორი მათგანი მოყვა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
11:00-12:00
Fairfrom northeast23°C0.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31