08:50:16

Share |

ელისო კილაძის მეუღლე მხედრული მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოს სახელმწიფოს უბრუნებს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე- პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელმწიფოს, პროტესტის ნიშნად ჯილდოს უბრუნებს, რომელიც მას განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა. კილაძის განცხადებით, მისმა მეუღლემ აღნიშნული ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკანონოდ მოხდა მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება.

ელისო კილაძემ აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გააკეთა და ის წერილიც წაიკითხა, რომელიც მის მეუღლეს, ვიცე პოლკოვნიკ გრიგოლ ხარშილაძეს ეკუთვნის.

„ბატონო, შინაგან საქმეთა მინისტრო, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დავაბრუნო სახელმწიფო ჯილდო - მედალი მხედრული მამაცობისთვის, რომელიც მე შს ორგანოებში მუშაობის დროს, იმ დროინდელი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის წარდგინებით, განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გამო მივიღე. დაჯგუფება ეწეოდა დასავლეთ საქართველოში ადამიანების გატაცებას. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ჯილდო ჩემზე მეტად თქვენ გჭირდებათ, რათა დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს, დავით ხარშილაძეს. ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაკვეთებ“, - ნათქვამია გრიგოლ ხარშილაძის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს ელისო კილაძემ გააცნო.

ელისო კილაძის განცხადებით, ჯილდოს „მედალი მხედრული მამაცობისთვის“ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩააბარებს.



ფირნიშები

სხვა ამბები

თოვლისა და ლიპყინულის გამო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0-კმ58 (გომბორი-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის  კმ59-კმ65 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დაწვრილებით  

საქართველოს სამეფო სახლის ინფორმაციით, პრინცი ბაგრატი გარდაიცვალა

საქართველოს სამეფო სახლის განცხადებით, პრინცი ბაგრატი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 2008 წელს გარდაცვლილი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის ძმა იყო. ამჟამად საქართველოს სამეფო სახლის მეთაურია უფლისწული დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 30.03.17
13:00-18:00
Clear skyfrom east-northeast10°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast11°C0.3m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Light rainfrom east-southeast14°C1.2m/s
0.9mm
შაბათი 01.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east3°C0.4m/s
0mm
კვირა 02.04.17 10:00-16:00
Rainfrom southeast4°C0.6m/s
1.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31