17:40:54

ფირნიშები
Share |

ელისო კილაძის მეუღლე მხედრული მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოს სახელმწიფოს უბრუნებს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე- პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელმწიფოს, პროტესტის ნიშნად ჯილდოს უბრუნებს, რომელიც მას განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა. კილაძის განცხადებით, მისმა მეუღლემ აღნიშნული ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკანონოდ მოხდა მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება.

ელისო კილაძემ აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გააკეთა და ის წერილიც წაიკითხა, რომელიც მის მეუღლეს, ვიცე პოლკოვნიკ გრიგოლ ხარშილაძეს ეკუთვნის.

„ბატონო, შინაგან საქმეთა მინისტრო, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დავაბრუნო სახელმწიფო ჯილდო - მედალი მხედრული მამაცობისთვის, რომელიც მე შს ორგანოებში მუშაობის დროს, იმ დროინდელი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის წარდგინებით, განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გამო მივიღე. დაჯგუფება ეწეოდა დასავლეთ საქართველოში ადამიანების გატაცებას. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ჯილდო ჩემზე მეტად თქვენ გჭირდებათ, რათა დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს, დავით ხარშილაძეს. ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაკვეთებ“, - ნათქვამია გრიგოლ ხარშილაძის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს ელისო კილაძემ გააცნო.

ელისო კილაძის განცხადებით, ჯილდოს „მედალი მხედრული მამაცობისთვის“ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩააბარებს.



სხვა ამბები

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა [Photos]

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. რუსეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

დაწვრილებით  

საქართველოდან ჩასულების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება? - ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის განცხადებით, ტურისტებად ჩასული ქართველების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება. ელჩმა „კვირის პალიტრასთან“ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გამობრუნების მიზეზები განმარტა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 16.01.18
22:00-00:00
Partly cloudyfrom south-southwest-3°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 17.01.18 12:00-18:00
Partly cloudy-1°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.1m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31