13:45:36

ფირნიშები
Share |

გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა

ქალაქ გორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა. გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკვერის მოსაწყობად 50 ათასი, ხოლო სპორტული მოედნისთვის 93 ათასი ლარი გამოყო.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტები უკვე შედგენილია და სამუშაოები აპრილის ბოლოს დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, გიორგი ანწუხელიძის სახელი ქალაქ გორში მდებარე ქუჩას ეწოდა. საკრებულომ ეს გადაწყვეტილება ყოფილი მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წელს ახმეტაში დაიბადა და სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 24 წლის სამხედრო 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ. შანხაის რაიონს უტევდა. ის რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ. ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

გიორგი ანწუხელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ხსოვნის მემორიალი 2013 წლის 26 ოქტომბერს, ქვემო ალვანში მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა სერჟანტთა მომზადების სკოლას.

შესაძლოა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი ბათუმში ერთ–ერთ ქუჩას ეწოდოს.



სხვა ამბები

ყვარელში მაშველებმა თოვლში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინეს

მაშველებმა, ყვარლის რაიონში, დაღესტნის საზღვართან თოვლში მოყოლილი შვიდი ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაწვრილებით  

სოფელ გურჯაანში სარწყავ არხში მამაკაცი დაიხრჩო

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სარწყავ არხში დამხჩვალი იპოვეს. როგორც კახეთი საინფორმაციო ცენტრს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კობა კუპრაშვილმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97
კვირა 22.10.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast14°C0.8m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C1.0m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom northwest12°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31