21:33:50

Share |

ნასამართლევი პირები უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ნასამართლევი და პრობაციონერი პირები უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ. როგორც შალვა ხუციშვილმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქმე ეხება პირებს, რომლებიც საქართველოში გასამართლდნენ.

„მოქალაქე, რომელიც ნასამართლევია და არანაირი პრობლემა არ აქვს, სხვა ყველა პირობას აკმაყოფილებს, ჩვეულებრივ შეუძლია წავიდეს და დაათვალიეროს ევროპა. ამ კუთხით პრობლემა არ არის. რაც შეეხება პრობაციას, აქ ვრცელდება ქვეყნის შიდა წესები. თუ პრობაციის სააგენტო მას მისცემს უფლებას, რომ გადაიხადოს გადასახადი და გავიდეს ქვეყნიდან, ექნება ფინანსური მდგომარეობა, არ იქნება რისკები და დაბრუნდება საქართველოში, პრობლემა არ შეექმნება. თუმცა განვმარტავ, რომ აქ საუბარია საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე და არა სხვა ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულზე“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია ხელი 1-ელ მარტს მოეწერა.



ამ თემაზე:

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ

ფირნიშები

სხვა ამბები

მოქალაქისთვის 200 000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 43 წლის მამაკაცი დააკავეს. დაწვრილებით  

მესაზღვრეები დეტალურად გაესაუბრებიან ყველა მოქალაქეს, რომლებიც ევროპაში მიემგზავრებიან - გიორგი მღებრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიროგი მღებრიშვილმა, უვიზო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შსს საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობებს დეტალურად გააცნობს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
02:00-06:00
Partly cloudyfrom northeast5°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-northwest4°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast11°C3.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east12°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast12°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31