09:10:26

Share |

პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი. ავტომანქანის ჩხრეკისას, სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ - სითხის შიგთავსით. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.

„მიმდინარე წლის 16 მარტს აღნიშნული პირები ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები - პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის თანამშრომელს - ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ - სითხის შიგთავსით.

აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.





ფირნიშები

სხვა ამბები

ელისო კილაძის შვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს - დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი დავით ხარშილაძის გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურატურამ კი წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა.

დაწვრილებით  

თელავის ყოფილი გამგებლის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ვასილ დავითაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თელავში მცხოვრები ზეზვა ბაქრაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
13:00-18:00
Cloudyfrom east11°C2.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east11°C1.8m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.1m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Rain showersfrom northeast14°C1.3m/s
1.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31