03:40:53

ფირნიშები
Share |

ლაგოდეხში სასმელ წყალს ლოკოკინები მოსდევს [Photos]

ქალაქ ლაგოდეხში, ზაქათალის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, სასმელ წყალში ლოკოკინებს პოულობენ. ისინი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომლის დაკვეთითაც ქსელის შეცვლის სამუშაოები მეორე წელია მიმდინარეობს, ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, დაბინძურებული წყალი ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ქმნის

„წყალი შეწყდა და ჩემმა შვილმა ფილტრი გახსნა, რომ გაესუფთავებინა. ფილტრში ლოკოკინის მსგავსი არსებები იყო გაჭედილი. ფოთლები და მიწა სულ მოსდევდა წყალს, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს გვინახავს. ბავშვები გვყვავს, ამ წყლის დალევა შეუძლებელია. მეორე წელია ქსელის შეცვლის სამუშაოებს აწარმოებენ და ჯერ ვერ დასრულდა. ამ უყურადღებობამ შეიძლება ეპიდემია გამოიწვიოს“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლალი ხიდაშელმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას განცხადებით, პრობლემის მოგვარება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივაა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვალენის ივანე ლომიძის განმარტებით, ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. რის შემდეგაც მისივე თქმით, მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება.

„ქალაქ ლაგოდეხში და ხუთ სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს. ეს კონკრეტული პრობლემა რას უკავშირდება და რა ღირებულების სამუშაოებია ვერ გეტყვით, საჭესთან ვარ და ახლა ამის დრო არ მაქვს“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ივანე ლომიძემ.



სხვა ამბები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. წითელ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად შეღებავენ და პასქებს დააცხობენ. დაწვრილებით  

პატრიარქი - უფალი ადამიანს ჯვარს მისი ძალის მიხედვით აძლევს

უფალი ადამიანს აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი ჯვრის ბოლომდე მიტანა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
08:00-12:00
Clear skyfrom south-southwest21°C1.2m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31